ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
სამუშაო საათები: 09:30-18:30
დასვენება: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად, მინიმუმ 2000 ლარიდან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებიდან შესყიდვის მოთხოვნების მიღება, დაზუსტება და დამუშავება;
- ადგილობრივი და უცხოური მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და ალტერნატიული წყაროების იდენტიფიცირება;
- ფასების კვლევა, კომერციული შეთავაზებების მიღება და შედარებითი ანალიზის მომზადება;
- მომწოდებლების შერჩევა ფასის, ხარისხის, მიწოდების ვადის, გადახდის პირობებისა და საიმედოობის გათვალისწინებით;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, გადახდის პირობებზე, მიწოდების ვადებსა და სხვა კომერციულ საკითხებზე;
- ნედლეულის, დამხმარე და შესაფუთი მასალების, ტექნიკური ნაწილების, საწარმოო ინვენტარის, საოფისე პროდუქციისა და მომსახურებების შესყიდვა;
- შესყიდვის შეკვეთების, ხელშეკრულებების, ინვოისების, პროფორმა ინვოისებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმების კოორდინაცია;
- საერთაშორისო შეკვეთებისა და იმპორტის პროცესის მართვა - უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთის განთავსება, წარმოებისა და ტრანსპორტირების ვადების კონტროლი;
- ინკოტერმის პირობების შესაბამისად ტრანსპორტირების ოპტიმალური სქემისა და ხარჯების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- იმპორტისთვის საჭირო სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღებისა და დამუშავების კონტროლი;
- შეკვეთების შესრულების მონიტორინგი განთავსებიდან საბოლოო მიწოდებამდე;
- წარმოებისა და საწყობის გუნდებთან თანამშრომლობით მარაგების კონტროლი და შესყიდვების წინასწარი დაგეგმვა, დეფიციტისა და ჭარბი მარაგების თავიდან ასაცილებლად;
- პროდუქციის სპეციფიკაციების, ხარისხის სერტიფიკატების, წარმოშობის დოკუმენტებისა და ორგანულ წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
- დაგვიანებული, დაზიანებული ან მოთხოვნებთან შეუსაბამო საქონლის შემთხვევაში მომწოდებელთან პრეტენზიისა და ჩანაცვლების პროცესის მართვა;
- მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება, მათი საქმიანობის პერიოდული შეფასება და ალტერნატიული მომწოდებლების ბაზის განვითარება;
- შესყიდვების ბიუჯეტის, ფასების ცვლილებების, მიღებული დანაზოგისა და შეკვეთების სტატუსების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის შესყიდვების პროცედურების, დამტკიცების წესებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის მიმართულებით ჩაითვლება პრიორიტეტად;
- შესყიდვების ან მომარაგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის პროცესების ცოდნა;
- საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
- ინკოტერმის პირობებისა და ძირითადი საიმპორტო დოკუმენტაციის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ERP ან საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საწარმოო, კვების ან FMCG სექტორში შესყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები:
- მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;
- რამდენიმე შესყიდვის პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.