ადამიანური რესურსების მენეჯერი- ბათუმი
დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის (HR Manager) პოზიციაზე.
პროექტი: Wyndham Garden Kobuleti
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის HR პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია;
- რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
- სასტუმროსა და დეველოპერული პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
- სამუშაო აღწერილობების (Job Descriptions) მომზადება და განახლება;
- თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და კონტროლი;
- შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და განვითარების სისტემების დანერგვა;
- ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება;
- თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
- HR ბიუჯეტისა და პერსონალის დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა;
- მენეჯმენტისთვის HR ანგარიშების მომზადება და KPI-ების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სფეროში;
- სასურველია გამოცდილება სასტუმრო, დეველოპერულ ან მომსახურების სექტორში;
- საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
- რეკრუტინგის მართვის თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
- HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების გამოცდილება;
- თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- HR პროგრამებთან და MS Office-ის სრულყოფილად ფლობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
- რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
- ძლიერი კომუნიკაციის, ლიდერული და მოლაპარაკების უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას;
- უნიკალურ გამოცდილებას როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.
ლოკაცია: ბათუმი