ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტი — პისიშოპ.ჯი

პისიშოპ.ჯი — ლოგო
პისიშოპ.ჯი

ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ხელფასი: 1000 ლარი NET

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • ვაკანსიების მომზადება, შესაბამის პლატფორმებზე განთავსება, კანდიდატების შერჩევა, პირველადი გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;
  • მიღებული და გათავისუფლებული თანამშრომლების მონაცემების ელექტრონულ ბაზებში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ემპათია, გუნდური მუშაობის უნარი და სიტუაციების მართვა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლას და კარიერულ წინსვლას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ