ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
"ONEX Georgia" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 19 ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (შეთანხმებით)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
- პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
- აუცილებელია შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
- შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
- თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
- თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- Fitpass
- ჯანმრთელობის დაზღვევას
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით