ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის გამართული მუშაობის და სამსახურის ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და ამ საქმიანობის შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
- იმ დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი, შემოწმება და შეთანხმება, რა¬ზეც პასუხის¬მგე¬ბელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
- საქმე¬თა წარმოება და შენახვის შემოწმება;
- უნივერსიტეტის ხარისხის შიდა და გარე შემოწმებისთვის დოკუმენტების მომზადება და შიდა და გარე შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროში შემავალი ანალიტიკური დოკუმენტების, ანგარიშების, დასკვნების, სხვ. მომზადება;
- კონკურსების და ატესტაციების ჩატარების ორგანიზება და საკონკურსო/საატესტაციო/საპრეტენზიო კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ინფორმაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტებისა და სხვა მასალების მომზადება;
- პერსონალის შერჩევის, დანიშვნის პროცედურების (კონკურსი, ინტერვიუ, ტესტირება, გასაუბრება, მუშაობის პროცესში გამოცდა, საგამოცდო ვადით მიღება, სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ან ანალოგიური ფუნქციების მქონე სამსახურში მუშაობის/ანალოგიური მოვალეობის შესრულების არანაკლებ 01 წლის გამოცდილება;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკის, მათ შორის ადამიანური რესურსების მიმართულებით ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების, ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის დადასტურებული გამოცდილება;
- საქართველოს ორგანული კანონის "შრომის კოდექსის" და საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის არანაკლებ B1-ზე ფლობა;
- საქმისწარმოების და არქივირების წესების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00/10:00-17:00/18:00 საათი
- შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.
წარადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე/CV (ქართულ ენაზე);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- საკვალიფიკაციო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული ცნობა და/ან სხვა);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- მოთხოვნილ დონეზე ინგლისური ენის ფლობის ვალიდური დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დოკუმენტების წარდგენის ვადა: დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ივნისი.
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- კონკურსის შედეგების გაცნობა.
შენიშვნა:
- კონკურსის მეორე ეტაპისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს;
- კონკურსის საბოლოო შედეგის გაცნობისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტს;
- პირის მიერ საკონკურსო საბუთების გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. საკონკურსო საბუთების შენახვა (გარდა გამარჯვებული კონკურსანტის საკონკურსო საბუთებისა) განხორციელდება მხოლოდ კონკურსის ჩატარების ვადით, რის შემდეგ დაექვემდებარება განადგურებას ისეთი ფორმით, რომელიც გამორიცხავს მა აღდგენას. გამარჯვებული კონკურსანტის საკონკურსო დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და მათი შენახვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ვადით.