ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი- ბათუმი — BSMG

BSMG — ლოგო
BSMG

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი შპს "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის (HR) პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • ვაკანსიების გამოცხადება, CV-ების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება; კანდიდატების შეფასება და ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
  • თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, ბიულეტენების, გაცდენებისა და დაგვიანებების აღრიცხვა;
  • თანამშრომლების მონაცემების შესაბამის ცხრილებსა და ბაზებში მონაცემების განახლება;
  • კომპანიის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
  • ბრძანებების, შიდა დოკუმენტებისა და ოფიციალური წერილების დაჯგუფება და საქმისწარმოების მუდმივი მოწესრიგება;
  • კომპანიის ელ.ფოსტის ყოველდღიური კონტროლი და შესაბამისი რეაგირება.
  • შრომის ინსპექციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ცხრილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HR-ის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საქმისწარმოების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი.