ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი — სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა — ლოგო
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 სთ

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
  • აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძლების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
  • კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  • სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
  • ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა;
  • პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
  • პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას