კრაფტ ფუდი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
"Craft Food" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის (HR Manager) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- HR პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია.
- რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება.
- კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება.
- სამუშაო აღწერილობების (Job Descriptions) მომზადება და განახლება.
- თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა.
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და კონტროლი.
- შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და განვითარების სისტემების დანერგვა.
- ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.
- თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
- HR ბიუჯეტისა და პერსონალის დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა.
- მენეჯმენტისთვის HR ანგარიშების მომზადება და KPI-ების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით.
- მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სფეროში.
- სასურველია გამოცდილება კვებისა და მომსახურების სექტორში.
- საქართველოს შრომითი კანონმდებლობის კარგად ცოდნა.
- რეკრუტინგის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და არხების ცოდნა.
- HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების გამოცდილება.
- თანამშრომელთა შეფასების, მართვისა და განვითარების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია SELF.HR და სხვა).
- HR პროგრამებთან და MS Office-ის სრულყოფილად ფლობის უნარი.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
- ძლიერი კომუნიკაციის, ლიდერული და მოლაპარაკების უნარები.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
- ბრენდის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
- პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
- უნიკალურ გამოცდილებას როგორც კონცეფციურად, ასევე კვებისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.
ლოკაცია: თბილისი, თემქა