ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოძიება;
- რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
- თანამშრომელთა შვებულებებისა და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
- თანამშრომელთა მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
- კომპანიაში პოზიტიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
- ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
- უმაღლესი განათლება
- 1+ წლის საქმიანობის გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე
- ადამიანურ რესურსთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურობა, ემოციური ინტელექტი, დროის მართვის უნარი, რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით 4-5 საათი (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: შეთანხმებით
6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.