ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტი — იმპექსი

იმპექსი — ლოგო
იმპექსი

ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, როგორც სააფთიაქო ქსელში, საწყობსა და სათაო ოფისში, კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესში ჩართულობა კომპანიაში მოქმედი პროცედურის გათვალისწინებით;
  • სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით ახალი თანამშრომლის მოძიებაში ჩართულობა;
  • გასაუბრების პროცესის დაორგანიზებასა და მართვაში ჩართულობა;
  • სააფთიაქო ქსელში სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულობა;
  • პირველადი ურთიერთობა კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან;
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება;
  • ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან შესაბამის დარგში;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • Microsoft Office (Excel, Word, Outlook);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი, 2026 წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ