3PL უფროსი ოპერატორი — დასტა რექორდს მენეჯმენტი

დასტა რექორდს მენეჯმენტი

3PL უფროსი ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას 3PL უფროსი ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის პირველი დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება 3PL ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და კოორდინაციაში. საქმეს შევასწავლით ადგილზე.

3PL უფროსი ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:

  • 3PL ოპერაციების ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია;
  • კლიენტების საქონლის მიღების, განთავსების, შენახვის, გაცემის პროცესების კონტროლი WMS სისტემის საშუალებით და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • საწყობის თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზება, დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი სწავლის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • ორშაბათი- პარასკევი, 9:30 - დან 18:00 საათამდე.
  • მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ