2D ციფრული თამაშების მხატვარი
Lambda Gaming ეძებს 2D ციფრულ მხატვარს, რომელიც შექმნის პერსონაჟებს, სიმბოლოებსა და UI ელემენტებს, რომლებიც თვალისმომჭრელი იქნება მობილურსა თუ დესკტოპზე.
ლოკაცია: თბილისი (სრული განაკვეთი, ოფისიდან)
გუნდი: არტი და ანიმაცია (Art & Animation)
სამუშაო ენა: ქართული
ხართ თუ არა ისეთი მხატვარი, ვისაც შეუძლია ცარიელი ტილო ცოცხალ სათამაშო სამყაროდ აქციოს?
რას გააკეთებთ:
- კონცეფცია და ილუსტრაცია - ჩანახატების შექმნა, პერსონაჟების, გარემოს და სხვა UI ელემენტების დახატვა, არსებული UI ელემენტების დახვეწა თითოეული თამაშის თემატიკის შესაბამისად.
- პროდუქციის არტი - ნიმუშებისა და შექმნილი გამოსახულებების საბოლოო რენდერი Photoshop-ში, Krita-ში ან Procreate-ში; ანიმაციისთვის ფენებიანი (layered) PSD ფაილების მომზადება.
- ვექტორული დამუშავება - SVG/PNG sprite sheets ექსპორტი.
- სტილის სახელმძღვანელოები - ფერთა პალიტრების, ტიპოგრაფიისა და ეფექტების შენარჩუნებაში დახმარება, რათა ყოველი პიქსელი ბრენდის სტილში ჯდებოდეს.
- გუნდური მუშაობა - მჭიდრო თანამშრომლობა თამაშის დიზაინერებთან და Front-end დეველოპერებთან; უკუკავშირის მიღება და სწრაფი რეაგირება.
- ოპტიმიზაცია - ვიზუალის სილამაზის ბალანსირება ფაილის ზომის ლიმიტებსა და სამუშაოს მოთხოვნებთან.
რას ვითხოვთ:
- პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს 2D თამაშების მხატვრობას: ციფრული ილუსტრაციები, აიკონები, პერსონაჟების დიზაინი, UI ან პრომო მხატვრობა.
- Photoshop-ის, Krita-ს ან Procreate-ის მაღალ დონეზე ფლობა; layerებთან, mask ებთან და smart object-ებთან, მუშაობის გამოცდილება.
- Adobe Illustrator-ის ცოდნა, ვექტორული გრაფიკისა და ექსპორტის პარამეტრების ჩათვლით, ჩაითვლება უპირატესობად.
- sprite sheet-ების, რეზოლუციის დამოუკიდებლობისა და მობილური ეკრანის პროპორციების გაგება.
- უკუკავშირის მიღების და სწრაფად მუშაობის უნარი ხარისხის დაკარგვის გარეშე.
- დამატებით უპირატესობად ჩაითვლება Spine/Unity ანიმაციის ბაზისური ცოდნა ან iGaming აქტივების შექმნის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- მენტორობას სენიორ არტისტებისგან, რომლებსაც აქვთ შექმნილი ჯილდოს მფლობელი სლოტები და P2P თამაშები.
- თანამედროვე სტუდიურ აღჭურვილობას
- მეგობრულ და მხიარულ ორგანიზაციულ კულტურას
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
მეტი ინფორმაცია: https://lambdagaming.io/en