1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი ონლაინ კურსი
OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ ონლაინ კურსზე.
პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- შესყიდვები
- საწყობი და მარაგები
- წარმოება
- გაყიდვები
- CRM
- ბუღალტერია
- HR
- ფინანსური ანგარიშგებები
Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.
კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.
მიზნობრივი ჯგუფი:
- სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და გენერალური დირექტორები
- მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
- დაბალი რგოლის მენეჯერები
- სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით