1C ოპერატორი
"დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145 ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება (თარიღი, მყიდველებისა და გამყიდველების მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ოპერაციის შინაარსი და სხვა შესაბამისი დეტალები);
- დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა და კონტროლი;
- მომწოდებელი კომპანიის მიერ Rs.ge-ზე ატვირთული დაბრუნების თანხვედრის შემოწმება და დასტური;
- შეკვეთების გაწერა, დაკორექტირება და Rs.ge -ზე ატვირთვა;
- საწყობის შიდა ტერიტორიაზე მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა (პროგრამული მიმართულებით);
- დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩაბარების წესების დაცვა;
- პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- Excel-ის და სხვა საწყობის მართვის პროგრამების ცოდნა (ERP, WMS, 1C);
- სამუშაო გამოცდილება საწყობის ოპერატორად ან ლოგისტიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები/თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტაცია და შრომისმოყვარეობა;
- სწრაფი რეაგირება და გამოწვევების გადაჭრის უნარი.
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (2 თვე) - 1000 ლარი, შემდეგ - 1300 ლარი.