1C ERP ადმინისტრატორი — გეა

გეა

1C ERP ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს მიღებას 1C ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #6

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • მხარდაჭერის ჯგუფთან კომუნიკაცია და სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე ბილეთების დაფიქსირება/მონიტორინგი;
  • 1C ERP-ის რელიზების გაშვება და მოსალოდნელი ხარვეზების კონტროლი;
  • საცალო ვაჭრობის ფუნქციონალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • 1C ERP სისტემის ადმინისტრირება, მხარდაჭერა და განვითარება;
  • სისტემის მოდულების გამართული მუშაობის მონიტორინგი;
  • არსებული პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
  • მომხმარებელთა უფლებების მინიჭება და მოდიფიცირება;
  • სისტემაში განხორციელებული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორების უზრუნველყოფა;
  • სისტემის მომხმარებლებისა და სავაჭრო წარმომადგენლების მხარდაჭერა;
  • ბიზნეს მოთხოვნების შესწავლა, ანალიზი და მათი 1C ERP სისტემაში განხორციელების შესაძლებლობის შეფასება;
  • ახალი ფუნქციონალის ტესტირება და დანერგვაში მონაწილეობა;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • მონაცემთა ბაზის სისწორისა და სანდოობის უზრუნველყოფა;
  • პროცესების ოპტიმიზაცია, დანერგვა და მომხმარებელთა ტრენინგების ჩატარება;
  • ფინანსური დეპარტამენტისა და მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • 1C ERP სისტემასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ERP სისტემების ადმინისტრირების და მხარდაჭერის გამოცდილება;
  • მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს პროცესების გააზრების უნარი;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი უპირატესობა:

  • 1C პლატფორმის კონფიგურაციის ან განვითარების გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის პროცესების ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ERP პროცესების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას.