აღწერა

მოხარული ვართ, რომ ვეძებთ გამოცდილ .NET დეველოპერს, რომელიც მზად არის დაწეროს სუფთა, წასაკითხი კოდი, შეასრულოს სხვადასხვა სირთულის პროექტები და იკისროს პასუხისმგებლობა მიღებულ ამოცანებზე. საჭიროა აქტიური თანამშრომლობა სხვა გუნდებთან ამოცანების ფარგლებში. მოთხოვნებია: 4+ წლიანი გამოცდილება .NET (C#) წარმოების სისტემებში, ASP.NET Core Web API-სა და RESTful API-ის დიზაინში. აუცილებელია HTTP სემანტიკის (timeout, retry, idempotency, status codes) გაგება, გარე API-ებთან ინტეგრაციის გამოცდილება. ასევე, საჭიროა ინტეგრაციის ფენებისა და მოდულური სისტემების (Clean Architecture / Onion / Pragmatic Layering) დიზაინის უნარი, მიკროსერვისებისა და დისტრიბუციული სისტემების არქიტექტურის სიღრმისეული ცოდნა. გამოცდილება ასინქრონულ კომუნიკაციაში, event-driven არქიტექტურაში და რელაციური ბაზების (SQL, ტრანზაქციები, ინდექსირება, performanse tuning) სიღრმისეული ცოდნა. Unit და integration ტესტების დაწერის გამოცდილება. OAuth 2.0, OpenID Connect-ის გაგება. პიროვნული თვისებებიდან ფასდება პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობის უნარი, პროაქტიულობა და სამუშაოსადმი პასუხისმგებლობითი მიდგომა. მუშაობის სტილი ხასიათდება პარტნიორობით, ერთმანეთის მხარდაჭერით საერთო მიზნების მისაღწევად. პრიორიტეტი ენიჭება შედეგებს პროცესებზე, ამბიციური და გაზომვადი მიზნების დასახვა და მიღწევა. ორგანიზაცია მზად არის ცვლილებებისთვის, გამოწვევებს ზრდისა და ევოლუციის შესაძლებლობად ხედავს.