აღწერა

ორგანიზაციაში მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიცია იხსნება. ძირითადი მოვალეობები მოიცავს: მრავალი წყაროდან მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია; MySQL და PostgreSQL მოთხოვნების ოპტიმიზაცია; BigQuery-ის გამოყენება მსხვილმასშტაბიანი ანალიზისთვის; Metabase-ში დაფებისა და ანგარიშების შექმნა; კოჰორტული ანალიზი, მომხმარებელთა სეგმენტაცია და რეტენციის კვლევები; A/B ტესტირების მხარდაჭერა სტატისტიკური დასკვნებით; მონაცემთა თვალთვალის მოთხოვნების განსაზღვრა და სიზუსტის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (მათემატიკა, სტატისტიკა, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებები ან მონათესავე სფერო); 2+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკოსად (სასურველია ფინტექში ან პროდუქტის ანალიტიკაში); SQL / MySQL-ის ძლიერი ცოდნა; მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების გამოცდილება; სტატისტიკური მეთოდების, A/B ტესტირების და მონაცემთა მოდელირების გაგება; ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია და კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. სამუშაო სტილი და შეთავაზება: დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა, დისტანციური ან ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი, 30 დღე ანაზღაურებადი შვებულება, გუნდური და სასიამოვნო გარემო, წილის მიღების შესაძლებლობა (Stock Option Program). ანაზღაურება 2500 ევროდან (ბრუტო/თვეში), გამოცდილების შესაბამისად.