აღწერა

გამოცდების ოპერაციების მენეჯერი პასუხისმგებელია პროფესიული სერთიფიკატების გამოცდების გლობალურ მიწოდებაზე. მისი მოვალეობები მოიცავს საგამოცდო პროცესების მართვას კანდიდატის რეგისტრაციიდან დასრულების შემდგომ პროცესებამდე, ტესტირების მომწოდებლებთან, რეგიონალურ პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს საგამოცდო მომსახურების უმაღლესი ხარისხი. საჭიროა ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, პროექტების მართვის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. სასურველია MBA ან მაგისტრის ხარისხი. PMP სერთიფიკაცია იქნება უპირატესობა. აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. სასურველია გამოცდილება გლობალურ ორგანიზაციაში. საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა, რთული, მრავალსერვისიანი ოპერაციების მართვის გამოცდილება მაღალი საიმედოობისა და ხარისხის სტანდარტებით. ასევე, საჭიროა ძლიერი უნარები პროცესების გაუმჯობესებაში, ინციდენტების მართვასა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებაში, საოპერაციო ბიუჯეტების და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვის გამოცდილება. სასურველია გამოცდილება პროფესიული სერთიფიკაციის ან საგანმანათლებლო ტესტირების ოპერაციებში. მგზავრობა შესაძლოა საჭირო გახდეს (დაახლოებით 20%-მდე), საერთაშორისო მგზავრობის ჩათვლით. ორგანიზაცია გთავაზობთ მრავალფეროვან და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კულტურას. ასევე, ანაზღაურებასა და შეღავათებს, უნარების განვითავების შესაძლებლობებს, გლობალურ ქსელზე წვდომას და მოქნილ სამუშაო გრაფიკს. დამატებით, შესაძლებელია ბონუსები.