აღწერა

ეს როლი მოიცავს ორგანიზაციის შიდა და გარე გადაწყვეტილებების არქიტექტურის დაპროექტებას და განხორციელების ტექნიკურ ზედამხედველობას. მთავარი პასუხისმგებლობები მოიცავს: კლიენტებისთვის ენდ-ტო-ენდ გადაწყვეტილებების დიზაინისა და დანერგვის მართვა, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მხარდაჭერა (მათ შორის, პრე-სეილის აქტივობები), კლიენტებთან ტექნიკური კომუნიკაციების ხელმძღვანელობა, არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება, პროცესების ოპტიმიზაცია და კლიენტის მოთხოვნების ტექნიკურ გადაწყვეტილებებად ტრანსფორმირება. ასევე, გადაწყვეტილებების გეგმის (roadmap) შემუშავება და შენარჩუნება, რისკების შეფასება და მინიმუმამდე დაყვანა. საჭირო უნარები: კლიენტის და ორგანიზაციის ტექნიკური და ბიზნეს გარემოს სიღრმისეული ცოდნა, მონაცემთა მართვა Oracle SQL-ისა და PostgreSQL-ის გამოყენებით, სერვერლეს არქიტექტურა (Lambda, API Gateway) და კონტეინერიზაცია (ECS, EKS), უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა (IAM, Key Management Service), REST API, მონაცემთა ბაზები (SQL), Git, Python, Java, Node.js, CI/CD პაიპლაინების იმპლემენტაცია, AWS სერვისების ინტეგრაცია, AWS სერვისების გამოყენებით ღრუბლოვანი არქიტექტურის დიზაინი, მაღალი ხელმისაწვდომობის, კატასტროფის აღდგენის და ჩავარდნებისადმი მდგრადი სისტემების დაგეგმვა, აპლიკაციების გამართვა და მონიტორინგი (CloudWatch). გამოცდილების დონე: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ როლებში და მინიმუმ 3 წლიანი არქიტექტის როლში. მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზებზე მარკეტინგის, დირექტ მარკეტინგის ან ინტერაქტიული მარკეტინგის სფეროში. მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან მუშაობისას. სხვა უპირატესობები: გუნდის წევრების ტექნიკური გადაწყვეტილებების ხელმძღვანელობა და მენტორობა. ღრუბლოვანი არქიტექტურის მაღალი დონის გაგება. ტექნიკურ გუნდებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ხიდის როლი. დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების და შედეგების მიღწევის უნარი. რეკომენდირებულია AWS სერთიფიკაცია (Associate ან SA).