ჩვენს შესახებ: შპს დუთი ფრი ფოინთს-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს ორ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი და სარფი. ძირითადი მიმართულებაა: თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურობისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
პოზიცია: 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში
ანაზღაურება: 3 500 - 4 500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
მოვალეობები:
** 1C პროგრამაში შექმნილი პრობლემური საკითხების მოგვარება;
** თანამშრომლების კონსულტირება მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების თაობაზე;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა (back up) და აღდგენა აუცილებლობის შემთხვევაში;
** აპარატურული-პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტიკა, შეკეთება: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მხარდაჭერა; პერიფერიული მოწყობილობების მიერთება, დაკონფიგურირება, დიაგნოსტიკა;
** კომპანიის ფილიალებში გასვლა და პრობლემის ადგილზე მოგვარება (საჭიროების შემთხვევაში);
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება: სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება; კომუნიკაცია ფინანსურ დეპარტამენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზების (DBMS/MS SQL Server) სარეზერვო კოპირების საფუძვლების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო დროის ეფექტური განაწილება და დაგეგმვა;
** ტექნიკური უნარ-ჩვევები;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!