კომპანია "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.


სამუშაო გრაფიკი - სრული;

მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;

ანაზღაურება - 2500 ლარი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, შემდგომში მატების პერსპექტივით;

გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;

** სერტიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;

** IFRS სტანდარტების ცოდნა;

** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

** ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;

** ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;


ძირითადი მოვალეობები:


** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, მართვა და ანალიზი;

** სხვადასხვა ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;

** ბიუჯეტირება და ფაქტობრივი შედეგების შედარება, გადახრების ანალიზი;

** საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი;

** ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება და კონტროლი;

** ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;

** სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;

** წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა;

** ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;

** ზემდგომი პირებისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

** ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;

** ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესების სრულყოფა;

** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა-კონტროლი;


სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:


** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

** კომუნიკაბელურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** მიზანდასახულობას და განვითარების სურვილი;


ჩვენ გთავაზობთ:


** კვებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

პალატი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია