"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.


"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.


ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://zion.ge/


"ზიონის" გუნდში ვეძებთ გამოცდილ საიტ მენეჯერებს.


ადგილების რაოდენობა: 2.

ანაზღაურება: 2000 ლარი (6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ - 2500 ლარი).

სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო დრო: გრაფიკების მიხედვით.


ჩვენ გთავაზობთ:


** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.


ძირითადი მოვალეობები:


** პროექტის, სტანდარტების, სამუშაოების გეგმების, ნახაზების დეტალური შესწავლა და შესაბამისად სამშენებლო პროცესის კონტროლი;

** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი;

** მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;

** სამშენებლო მასალების სპეციფიკაციის და პროექტთან თანხვედრის კონტროლი;

** დაუსრულებელი ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოვლენა, დარეგისტრირება და ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;

** დაკვალვის სამუშაოებში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი;

** შესასრულებელი სამუშაოების ვადების და ღირებულების ცვლილების რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

** ეტაპობრივი სამუშაოების მონიტორინგი, ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის;

** შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლა და რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;

** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;

** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;

** სამშენებლო ფორმების წარმოება;

** პროექტის განხორციელების ვადების დაცვის კონტროლი.


მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;

** სამშენებლო პროექტების მართვისა და კონტროლის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** აუცილებელია MS Office, AutoCAD და ArchiCAD პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების/კონტროლის გამოცდილება.

ზიონი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია